სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია, ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი"

მარნეულში მცხოვრები ქალის, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ახლო კონტაქტების ვინაობა დადგენილია. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ გააკეთა. პაატა იმნაძის თქმით, კონტაქტების რაოდენობამ 90-ზე მეტი პირი შეადგინა და მათგან სამს უკვე ჩაუტარდა ტესტი, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.

"ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია, ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი. ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში და მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვს, რა თქმა უნდა, ჩაუტარდებათ გამოკვლევა და გარდა ამისა, სამი არის უარყოფითი, რომელიც გამოიკვლიეს მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით" - განაცხადა იმნაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100