ამბროლაურის რეანომობილი, რომელსაც 16 წლის ბიჭი გადაჰყავდა, გაფუჭდა ხოლო სუნთქვის აპარატი გამოერთოთ - მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაში
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლა ლუკა ფოფხაძეზე წერს რომელიც, რომელიც ამბროლაურიდან გაფუჭებული რეანომობილით ქუთაისში ძლივს გადაიყვანეს, კომაშია.
"ამბროლაურის საავადმყოფოში სავარაუდოდ მწვავე ვირუსით , საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს. ადგილობრივი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას , რომ მისი მდგომარეობიდან შედარებით გამოყვანა და დასტაბილურება შეძლეს , თუმცა მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი , რომელიც ლენტეხიდან წამოვიდა !!! მანქანა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დაჭირდა ადგილზე მისვლას ... ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული ...მანქანა შაორთან გაფუჭდა, აპარატიც გაითიშა, ბავშვი ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე, თუმცა უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა ...ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს , თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ის უკვე ქუთაისში წაიყვანეს... დღეს ის კომაშია , უმძიმეს მდგომარეობაში , სამწუხაროდ გადარჩენის შანსი მინიმალურია ....
ლუკა ჩვენი სკოლის მოსწავლეა და მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, მეგობრებო გთხოვთ ილოცოთ ლუკასთვის. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია, რომ მისთვის გავაკეთოთ და ეს ცოტა არაა.
დღეს კვირიკობაა და ამ ძლიერი დღესასწაულის მადლი შეეწიოს ლუკას და მის ოჯახს.
ღმერთი მოწყალეა და ჩვენ გვჯერა სასწაულების" - წერს მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლა .
კომენტარი