კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოში
კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოში - ამჯერად, ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 26 კმ-ით დაშორებით დაფიქსირდა.
ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობდა.
ეს დღის განმავლობაში სომხეთში მომხდარი მეორე მიწისძვრაა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყანაში დილითაც დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა იყო გუშინ გვიან ღამითაც. 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 5 კმ-ში დაფიქსირდა.
კომენტარი