სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სახალხო კრებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად ნინო ბურჯანაძე დაასახელა

"სახალხო კრებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად ნინო ბურჯანაძე დაასახელა. გთავაზობთ სახალხო კრების განცხადებას:

"დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას გამოცდილი პოლიტიკოსი, პრინციპული და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პრეზიდენტი სჭირდება!

სამართლიანობის აღდგენისათვის;
სამოქალაქო მშვიდობის დამყარებისათვის;
ხელისუფლების დაბალანსებისათვის;
ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისა და საერთაშორისო რეპუტაციის დაცვისათვის;

დღეს, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გახლავთ ყველა ამ თვისების მქონე პოლიტიკოსი.

ჩვენ, "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო მივმართავთ არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადოებას, სრულიად საქართველოს, მხარი დავუჭიროთ ნინო ბურჯანაძის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას!

საქართველოს უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის წინაშე
ანგარიშ-ვალდებული პრეზიდენტი სჭირდება!

ჩვენ ველით, რომ საქართველოში რეალურად კონკურენტული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება."

თბილისი

20 მაისი 2013 წელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100