სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვი, რომლის გადარჩენასაც ცნობილი ნეიროქირურგები ცდილობდნენ, გარდაიცვალა (+ფოტო)

4 წლის ჟენია სევოსტიანოვი, რომელიც ბოლო დღეებში მსოფლიოში ცნობილი საბავშვო ასაკის პაციენტი იყო, დედის მკლავებში გარდაიცვალა.

ბავშვმა მსოფლიოს მედიკოსთა ყურადღება უჩვეულოდ დიდი ფორმის თავის გამო მიიპყრო. მსოფლიოში ცნობილი რუსი და სხვა ეროვნების ნეიროქირურგები მისი თავის ფორმის შეცვლას და ნორმალურ ზომებში დაბრუნებას ცდილობდნენ, თუმცა, ამ შემთხვევაში მედიცინა, სამწუხაროდ, უძლური აღმოჩნდა.

ალექსანდრე და ოლგა სევოსტიანოვების შვილი, რომელსაც წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, დიდი თავით დაიბადა. ექიმებმა დიაგნოზიც დაუსვეს: ჰიდროცეფალია. დედის თქმით, მათ ურჩევდნენ, ჩვილი ბავშვთა სახლში ჩაებარებინათ, მაგრამ მშობლებმა ეს არ გააკეთეს. დაავადება სწრაფად პროგრესირებადი აღმოჩნდა და ბავშვის თავის გარშემოწერილობა ერთ მეტრს აღწევდა.

უახლოეს დღეებში ჰიდროცეფალიის იშვიათი ფორმით დაავადებული ბავშვისთვის კიდევ ერთი ოპერაცია უნდა ჩატარებინათ, მაგრამ ქრონიკულ დაავადებას ფილტვების ანთებაც დაერთო. იმისთვის, რომ სანკტ-პეტერბურგში ბავშვის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო დაეზოგათ, მედიკოსები მისთვის ოპერაციის ჩატარებას მშობლიურ მაგნიტოგორსკში ვარაუდობდნენ.

მანამდე ჟენიამ ერთი ოპერაცია უკვე გადაიტანა. ის რუსეთის საუკეთესო საბავშვო ნეიროქირურგად მიჩნეულმა უილიამ ხაჩატურიანმა ჩაატარა. ამის შემდეგ ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს და მაგნიტოგორსკში გაუშვეს. ერთ-ერთი ვერსიით, 4 წლის ბავშვის გულმა ქირურგიული ჩარევებით გამოწვეულ დატვირთვას ვერ გაუძლო.

მომზადებულია „ლაიფნიუსის“ მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100