"მაგდა პაპიძის ამბავიც კი გადაფარა" - ნიკა გვარამია და ნანუკა ჟორჟოლიანი ხადას ტრაგედიას ასე ეხმაურებიან
ნიკა გვარამია და ნანუკა ჟორჟოლიანი ხადას ტრაგედიას ასე ეხმაურებიან:
"ხადას ხეობის ამბებზე საშინელი არაფერი მახსენდება საქართველოში მომხდარი" - წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში და ფოტოსაც აქვეყნებს, რაზეც ნანუკა ასეთ კომენტარს უწერს: "მაგდა პაპიძის ამბავიც კი გადაფარა".
შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულ პირს უვადო პატიმრობა ემუქრება.
კომენტარი