კოკა-კოლამ ქალი მოკლა
ახალი ზელანდიის პათოლოანატომებმა შოკისმომგვრელი დასკვნა გამოაქვეყნეს. მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად 3 წლის წინ გარდაცვლილი 30 წლის ქალბატონის სიკვდილის მიზეზი კოკა-კოლა გახდა.
კოკა-კოლას მწარმოებლები სამედიცინო დასკვნას არ ეთანხმებიან, თუმცა მეცნიერთა განმარტებით გარდაცვლილი ქალბატონი ძალიან ბევრ კოკა-კოლას მიირთმევდა, რაც მისთვის სავალალო შედეგით დასრულდა.
ექიმებმა გაარკვიეს, რომ გარდაცვლილი 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 10 ლიტრს კოკა კოლას სვამდა, რაც კოფეინის მიღებულ დოზაზე 2-ჯერ მეტია. გარდაცვალებამდე ქალს ყველა კბილი ჩამოსცვივდა.
აღსანიშნავია რომ კოკა-კოლას სიყვარულს შეწირული ქალი 8 შვილის დედა იყო.
კომენტარი