სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინელები ამარცხებენ რუსეთს, ჩვენ მათთან დავრჩებით, სანამ ჩვენი დახმარება დასჭირდებათ - ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა ომის დამნაშავე და თქვა, რომ ამერიკა დარჩება უკრაინასთან მანამ, სანამ მათ შტატების დახმარება დასჭირდებათ. მისი თქმით, ფასი, რომელსაც უკრაინელი ხალხი ომისთვის იხდის, ძალიან მაღალია.

კითვაზე, რამდენად შორს აპირებს ის წასვლას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა - "რამდენიც დასჭირდება".

"უკრაინა, იმ მნიშვნელოვანი დახმარების მეშვეობით, რომელსაც ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ვუწევთ მათ და წარმოუდგენელი სიმამაცითა და უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი მონდომებით, არ აგებს ომს და გარკვეულ სფეროში წარმატება აქვთ. უკრაინაში ომში მოგება არის რუსეთის სრული უკრაინიდან გაყვანა და სუვერენიტეტის აღიარება. ისინი ამარცხებენ რუსეთს. რუსეთი არ იყო ისეთი კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც ბევრს ეგონა, რომ იქნებოდა. მაგრამ ომში მოგება?ზიანს, რომელსაც ის აყენებს - მოქალაქეები და უდანაშაულო ხალხი იხოცება, საშინლად რთულია ამის გამარჯვებად ჩათვლა", - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა პუტინის ქმედებებს უკრაინაში "ბრარბაროსობა" უწოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100