სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანზორ ერქომაიშვილის ლექცია თემაზე: „ქართული გალობა“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში 13 ოქტომბერს 16:00 საათზე გაიმართება მუსიკოსისა და ფოლკლორისტის, ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილის, ალბერტ შვაიცერის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიებისა და სხვა ჯილდოების ლაურეატის ანზორ ერქომაიშვილის ლექცია თემაზე: „ქართული გალობა“

ბატონმა ანზორმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ექვთიმე თაყაიშვილის ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილის, ალბერტ შვაიცერის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიები და სხვადასხვა ჯილდოები.

13 ოქტომბერს ეროვნული გმირის, ქართველი დისიდენტის, პოეტის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და მუსიკათმცოდნის მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. მისი მრავალმხრივი შემოქმედება არაერთ საკითხს ეხება, მათ შორისაა ქართული გალობა. ლექციაზე განხილული იქნება ბატონი მერაბის მიერ დაწერილი ესსე „საყოველთაო სწავლებისათვის“, რომელშიც იგი ქართული გალობის ჩამოყალიბებისა და განვითარების საკითხებს მიმოიხილავს.

ბატონი ანზორ ერქომაიშვილი საჯარო ლექციის ფარგლებში ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: საბჭოთა პერიოდში ქართული ფოლკლორის მდგომარეობა და მისი განვითარების გზები, თბილისის კონსერვატორიაში ფოლკლორის კათედრის დაარსება და ქართული გალობის სკოლის აღორძინების ისტორიული ექსკურსი.

ლექციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მოისმინონ ანსამბლების „დიდგორი“ და „კირიალესა“ მიერ შესრულებული საგალობლები და ხალხური სიმღერები.


თარიღი: 13. 10.2017
დრო: 16:00 საათი
მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქუჩა N1
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
(+995) 557 59 38 10 ნინო ბარნოვი
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100