მაწანწალები გარდაცვლილი პენსიონერი ქალის ცხედარს ორი დღის განმავლობაში ბილწავდნენ
უკრაინაში, ნიკოლაევსკის ოლქში მკვლელობა მოხდა. ახლი წლის პირველ დღეებში ორმა უსახლკარო მამაკაცმა ადგილობრივი პენსიონერი ქალი მოკლა. უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევა ოლქის კაზანკოვსკის მხარეში მოხდა. მილიციაში არსებული ინფორმაციით, ორი უსახლკარო, მუდმივი ჩაწერის ადგილის არმქონე (ე.წ. ბომჟ-ი) მამაკაცი რაიონში იმისთვის ჩავიდა, რათა სადმე თავშესაფარი ეპოვა და წვრილმანი ქურდობით ნაშოვნი ფული სპირტიანი სასმელების შესაძენად დაეხარჯა.
გამოძიების ინფორმაციით, ერთხელ ისინი თავის სახლში იხმო 72 წლის მარტოხელა პენსიონერმა ქალმა, რომელმაც ღუმელის გამართვასა და საყოფაცხოვრებო საქმეებში დახმარება, ყოველდღიურად 10 გრივნის გადახდა და დჶღეში ერთხელ კვება შესთავაზა. მაწანწალები თავდაპირველად ამ პირობებს დათანხმდნენ, მაგრამ მოგვიანებით ამ „ხელსაყრელი შემთხვევის“ გამოყენება იმისთვის გადაწყვიტეს, რათა მოხუცის ქონებასა და შავი დღისთვის გადანახულ თანხას დაპატრონებოდნენ. შესწავლილი ჰქონდათ რა გასასვლელ-გამოსასვლელები, მაწანწალები ღამით სახლში შეიპარნენ და თავს დაესხნენ მოხუც ქალს, რომელსაც მუცელში დანა რამდენჯერმე ჩაარტყეს. ამის შემდეგ მაწანწალებმა გადანახული ფულის ძებნა დაიწყეს და მართლაც მიაგნეს 20 ათას გრივნას.
მაწანწალებმა სულთმობრძავი მოხუცი საწოლში ჩააწვინეს და ის ღამე თვითონაც მის სახლში გაათიეს. მეორე დღეს უმცროსმა ძმამ, რომელიც უფროსმა მომაკვადვი მოხუცის მეთვალყურედ დატოვა, პენსიონერი გააუპატიურა, საღამოს კი დაბრუნებულ ძმას მომხდარის შესახებ უამბო. მას შემდეგ, რაც იმ ღამეს კარგად გამოთვრნენ და ისევ პენსიონერის სახლში დარჩნენ, დილით უფროსი ძმა შევიდა პენსიონერის ოთახში და უკვე გარდაცვლილ ქალთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ეს დეტალები დაკავებულმა მაწანწალებმა თავიანთ ჩვენებაში აღწერეს.
ამ დროისთვის მაწანწალა ბოროტმოქმედები დაკავებულნი არიან. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მათ მინიმუმ 15 წლით, მაქსიმუმ კი სამუდამო პატიმრობა ელით.
კომენტარი