სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საკარანტინო მე არაფერი არ მჭირს“ - ქმრის დაკრძალვისთვის იტალიიდან დაბრუნებული შუახნის ქალბატონი საკარანტინო ზონაში გადასვლაზე უარს აცხადებს

ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში, იტალიიდან, შუახნის ქალბატონი, რომელიც ქმრის დაკრძალვაზე მშობლიურ მხარეში დაბრუნდა, საკარანტინო ზონაში გადასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

მისივე თქმით, იგი სრულად ჯანმრთელია და პანიკის მიზეზი არ არსებობს. თითქმის ორი დღის განმავლობაში ცდილობს სოფლის ადგილობრვი ჯანდაცვის ცენტრი ქალბატონი თვითიზოლაციაში მოექცეს, თუმცა როგორც ქალბატონი და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ იგი უკვე თვითიზოლაციშია, საკუთარ ოჯახში.

სამშობლოში დაბრუნებული ქალბატონი რამდენიმე დღის განმვალობაში ახლობლებისა და მეზობლებისგან სამძიმარს იღებდა. ხარაგაულის სოფელ, ხუნევში ადგილობრივები ამ ფაქტით თავზარდაცემულები არიან, მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ ხელისფულებას სთხოვს, რათა იტალიიდან დაბრუნებული ქლაბატონი გადაიყვანონ საკარანტინო ზონაში. პანიკის ფონზე, სოფელს მოსახლეობა ერთმანეთის მიყლოებით ტოვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100