სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში სალომბარდე ქსელის, „ვალუტოს“ კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა

თბილისში, (ალ. ყაზბეგის გამზირი #19) „ვალუტოსახალ ფილიალში, მომსახურების მიღება მომხმარებელს უკვე შეუძლია.

ვალუტოს“ 24/7-ზე კონცეფციის ფილიალები მომხმარებლებს ამ ეტაპზე შემდეგ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს:

· ოქროთი უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხი ;

· სწრაფი ფულადი გზავნილები ;

· 80 000 ლარამდე სწრაფი სესხი უზრუნველყოფის გარეშე;

· ვალუტის კონვერტაცია.

ვალუტოსსერვისები ამჯერად საქართველოს 6 ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, გარდაბანსა და რუსთავშია ხელმისაწვდომი. კომპანიის უპირატესობა სალობარდე სესხებზე მომხმარებელზე მორგებული პირობების შეთავაზება, ასევე 24/7-ზე მომსახურების მიწოდებაა, მათ შორის თიბისის ინტერნეტბანკისა და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით. „ვალუტოშიგაიზარდა სწრაფი სესხის ლიმიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი სურვილის შემთხვევაში 80 000 ლარამდე სესხის აღებას შეძლებს, უზრუნველყოფის გარეშე.

კომპანია მომხმარებელს 8 სხვადასხვა ვალუტაში (GEL, USD, EUR, GBP, TRY, AZN, AMD, RUR) კონვერტაციასაც სთავაზობს. გარდა ამისა, „ვალუტოშიმომხმარებელს ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნაც შეუძლია.

სალომბარდე ფილიალების ქსელი, „ვალუტო“ , რომელიც თიბისის ნაწილია და ქვებრენდით პოზიციონირებს, ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. „ვალუტომუდმივად ვითარდება, კომპანია უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით ფილიალების ქსელის გაფართოებას და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი პროდუქტების და სერვისის შეთავაზებას გეგმას.

ვალუტოს”, ასევე, კომპანიის პროდუქტების და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, ბმულზე: - www.valuto.ge, ასევე, ცხელი ხაზის - 032 2 24 27 27 საშუალებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100