სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განცხადება
19 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდეს. თავხედური თავდასხმის ჩამდენი და შემკვეთებიც დღეს ყველასთვის ცნობილია.
ზარალი საკმაოდ დიდია, დამწვარია ბიბლიოთეკის 80 კვ მეტრამდე, განადგურებულია ავეჯი, გაყვანილობა, ტექნიკა, გაჭვარტლულია შენობის 4 სართული, ჩამსხვრეულია პირველი სართულის ფასადის მინები და შიდა ტიხრები, დაზიანებულია საცავი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვიკავშირდა უამრავი ადამიანი, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან , მხარდაჭერის სურვილით, ფიზიკური თუ ფინანსური დახმარების შემოთავაზებით. ყველას ამისთვის გვინდა გადავუხადოთ დიდი მადლობა.
ფინანსური დახმარების მსურველებისთვის ჩვენი ანგარისშის ნომერი არის:
GE34TB7850936080100005 ლარი
GE62TB7850936180100002 USD
GE62TB7850936180100002 Euro
თუ გაქვთ სამშენებლო კვალიფიკაცია და გსურთ ფიზიკურად მიიღოთ მონაწილეობა აღდგენის პროცესში მოგვწერეთ მესინჯერში ან ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭისთვის!
PS. 22 აპრილს, ბიბლიოთეკის დაბადების დღეა, 6 წლის ვხვდებით.
კომენტარი