სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„შეხვედრის საბა-ბი“ - გურამ დოჩანაშვილი ბათუმში

კვირას, 14 ივნისს, 18:00 საათზე, ბათუმში გაიმართება პრემია „საბას“ ლაურეატ, მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა.ბათუმელი მკითხველები მწერალს ბათუმის „თიბისი გალერეაში“ შეხვდებიან (მის: ბათუმი, ზუბალაშვილის 37, თიბისი ბანკი).ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ავტორი ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებაზე, ახალ წიგნებზე, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს... საღამოს ასევე პრემია „საბას“ ლაურეატები რატი ამაღლობელი და თეონა დოლენჯაშვილი გაუძღვებიან.15 ივნისს კი გურამ დოჩანაშვილი აჭარაში სოფ. გორგაძეების და სოფ. გეგელიძეების საჯარო სკოლებს ეწვევა. პრემია „საბას“ ლაურეატები ამ სოფლის ბავშვებს საშუქრად გადასცემენ „საბას“ ელექტრონული სახლის ბიბლიოთეკებს - სპეციალურ სამკითხველო კუთხეს, ლეპტოპითა და შიგ ჩატვირთული 600-მდე წიგნით.ქართლისა, იმერეთის და კახეთის შემდეგ, აჭარა მეოთხე რეგიონია, სადაც პრემია „საბა“ შეხვედრებს მართავს და საჯარო სკოლებს ბიბლიოთეკით ასაჩუქრებს. „შეხვედრის საბა-ბი“ - ასე ჰქვია პრემია „საბას“ ამ ახალ საგანმანათლებლო აქციას, რომლის ფარგლებში „საბას“ ლაურეატები წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოივლიან და ადგილობრივ მკითხველებს შეხვდებიან, ამავე რეგიონის სოფლის სკოლებს კი საჩუქრად „საბას“ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკებს გადასცემენ.ამ აქციის მხარდამჭერნი არიან წამყვანი ქართული გამომცემლობები, რომელთაც უსასყიდლოდ გადასცეს სოფლის სკოლების ელექტრონული ბიბლიოთეკისთვის: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიოგენე, სიესტა, ინტელექტს, არტანუჯი, პალიტრა L, საუნჯე და ა.შ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100