„ცხედარი ისეთ დღეში იყო, თითქოს სადღაც „შებოლეს“– ბაჩალიაშვილის მამა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა,
მედიასთან საქმის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ენდობა შინაგან საქმეთა
სამინისტროს, თუმცა უნდობლობას უცხადებს გამოძიებას. ამის მიზეზად კი
დღემდე დაუკითხავ პიროვნებას ასახელებს, რომელმაც კომპიუტერი გახსნა და
შვილის სავარაუდო საშიში სამსახურის შესახებ შეატყობინა.
„დაველოდოთ გამოძიებას, არავის არ ვუცხადებ უნდობლობას, არც ამ მთავრობას, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მე უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას. დაიკითხოს ის პიროვნება, ღამე სამ საათზე რომ მითხრა, კომპიუტერი გავხსენით და შენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იყოო.
ახლა რომ იძახიან არ არის გახსნილიო. მიხეილ რამიშვილი რომ იყო გუშინ ექსპერტიზის ბიუროში, ერთი ამბავი იყო, კინაღამ შეჭამეს კაცი. რატომ იყო გახსნილი კომპიუტერი?!ცხედარი რომ ვნახე ისეთ დღეში იყო, თითქოს სადღაც „შებოლეს“. ასეთი რამ არ მინახავს, დღემდე შოკში ვარ.
დახურულ სივრცეში აწეულ შუშებში, ასეთი რაღაც არ ხდება. ჩემ გულისტკივილს არავინ უსმენს. ერთი სიტყვა წამომცდა დნმ, რაც ადრეა“, – განაცხადა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.
კომენტარი