ქართველი მძღოლის მიერ მანქანა-მაცივრით საბერძნეთში გადაყვანილი 8 არალეგალი მიგრანტი საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ქართველი მძღოლი, რომელიც გუშინ, საბერძნეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანისთვის დააკავეს, პოლიციაში იკითხება.
მედიის ცნობით, მანქანა-მაცივარში დამალული მიგრანტები სირიიდან, ირანიდან და ავღანეთიდან არიან, რომლებიც ევროკავშირში ცდილობდნენ შეღწევას. 6 მათგანი არასრულწლოვანია.
ავტომობილი ბულგარეთის სანომრე ნიშნებით, საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა. 8 მიგრანტი სუნთქვითი პრობლემებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, მას არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა.
კომენტარი