სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღვინის ქარხანა # 1 საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მასმედიისა და ბიზნესის წარმომადგნლებს უმასპინძლებს

17 ოქტომბერს, 15:30 საათზე ღვინის ქარხანა #1-ში (მის: პეტრიაშვილის #1) ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით მიღება გაიმართება, რომელზეც მოწვეულები არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მასმედიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგნლები.

ღონისძიების მიზანია სტუმრებითვის ღვინის ქარხანა #1-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიის გაცნობა და სამომავლო პროექტების წარდგენა. საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საბჭოს გენერალური დირექტორი, ზვიად ჭუმბურიძე და ქარხანა #1- მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი, ალექსანდრე კაკულია.

პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქარხნის ტერიტორიის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია.

შშეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის . #1) სსაინიციატივო ჯგუფმათავისუფლების ქარხნისიდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია წარმოადგინა. კკერძოდ, თბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული იინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო აადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მმსურველთათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100