სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველასგან გარიყული და შეურაცხყოფილი

დაუშვებელია ხელების ჩამოყრა და იმედის დაკარგვა, თუნდაც ყველაზე გამოუვალ სიტუაციაში, რადგან ჩვენს ირგვლივ არიან კეთილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ მოყვასს.

53 წლის ნატალია პავლიაშვილი ნახევრად დანგრეულ ქოხში ცხოვრობს. იგი მარტოხელაა, რადგან ყველა ახლობელმა მიატოვა მიუხედავად იმისა, რომ მძიმედ სნეულია და ყოველდღიურ მოვლა–პატრონობას საჭიროებს.

მრავალმა ქრონიკულმა დაავადებამ ნატალია საწოლს მიაჯაჭვა. მას პრაქტიკულად არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და თავის მოვლა, ხოლო ნათესავების მიერ მისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ, იგი ძლიერ დეპრესიაში ჩააგდო.

ქალბატონი ნატალია ხშირად ტირის, ტირის იმ ბედის გამო, რომელიც მას განგებამ არგუნა.

ქოხში, სადაც იგი ცხოვრობს, მას სული ეხუთება, საწოლი სადაცაა დაიშლება, ირგვლივ ყველაფერი მოუწესრიგებელია. თუ რამე დასჭირდა, უკანა ბარაკში მცხოვრებ მეზობელს უძახის, რომელიც წყალს დაალევინებს, წამალს მიაწვდის, დაეხმარება წამოჯდომაში. მეზობელი სახლში თუ არ არის, ნატალიას უწევს ტკივილის ატანა, რაც ფსიქიკაზე საშინლად მოქმედებს!

ნატალია ჩერნოვეცკის ფონდის ბენეციარია. ჩვენ მას პერიოდულად ვაწვდით მედიკამენტებს, პამპერსებს, ჰიგიენურ საშუალებებს, პროდუქტებს, ფონდის ექთანი კი ნატალიას ხშირად აკითხავს და მეთვალყურეობას უწევს ამ საცოდავი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მოგმართავთ თხოვნით, რომ გაუწიოთ ნატალია პავლიაშვილს დახმარება, რითიც შეგიძლიათ. განსაკუთრებით მას საწოლი ესაჭიროება, რომელიც იმდენად მორყეულია, რომ რამდენიმე კვირის მეტს ვერ გაძლებს.

თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნატალია პავლიაშვილი) ან ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/216-pavliashvili/

დაეხმარეთ გაჭირვებულს, აჩუქეთ მას მომავალი, მიეცით შანსი კვლავ წამოდგეს ფეხზე!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100