სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა სასესხო ვალდებულებების დასაფარად საქართველოს ბანკი დამატებით თანხას გამოყოფს

თბილისი, 20 ივლისი, 2015 - საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა განაცხადეს, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით მობილიზებული 1,3 მილიონი ლარის გადარიცხვის თაობაზე სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანაგარიშზე. მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდება სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

საქართველოს ბანკმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება სრულად ჩამოაწეროს ჯარიმა თბილისის მერიის მიერ მიწოდებულ სტიქიით დაზარალებულთა სიაში არსებულ ყველა მოქალაქეს, ვისაც ერიცხებოდა რაიმე საურავი დავალიანების გამო და ყველა დაზარალებულს მიცეს ერთ წლიანი საშეღავათო პერიოდი რომლის განმავლობაშიც მათ ვალდებულებებს არ დაერიცხებათ პროცენტი და არც ძირის დაფარვა მოეთხოვებათ.

ამასთან, საქართველოს ბანკი გამოყოფს დამატებით თანხებს, თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ოფიციალურად აღრიცხული სიის მიხედვით, დაზარალებულთა პირველ ორ კატეგორიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის (ვისი საცხოვრისიც აღარ არსებობს ან დაზიანებულია და არ ექვემდებარება აღდგენას) ვალის შემსუბუქების მიზნით. აქედან, 107 მსესხებელს (65 ოჯახი) სრულად დაეფარებათ ბანკში არსებული სასესხო ვალდებულება.

საქართველოს ბანკი განაგრძობს სასესხო ვალდებულების შემსუბუქების გზების დამუშავებას სიის მიხედვით პირველი ორის შემდგომ კატეგორიაში მოხვედრილი მოქალაქეებისთვის.

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 36.9%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 34.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 32.5%) მიხედვით (2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე; მოიცავს პრივატბანკის საბაზრო წილსაც). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.5 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 219 სერვისცენტრის, 554 ბანკომატისა და 2,245 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100