სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აზერბაიჯანელები „სკიფის“ ფა „ბარიერის“ წარმოებას იწყებენ

აზერბაიჯანი უკრაინელ მწარმოებლებთან ერთად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების, „სკიფის“ და „ბარიერის“ წარმოებას იწყებს. ამის შესახებ, ჟურნალისტებს, აზერბაიჯანის მრეწველობის მინისტრმა, იავერ ჯამალმა განუცხადა. აზერბაიჯანელი სამხედროების შეფასებით, უკრაინული კომპლექსების უპირატესობა ის არის, რომ მისი განთავსება შესაძლებელია, როგორც ვერტმფრენებზე, ასევე სახმელეთო ტექნიკაზე.

„სკიფის“ ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის დამიზნება, ლაზერული სხივის გამოყენებით, სამიზნის ავტომატური გაცილებით ხდება. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ასევე სითბოვიზორი, რომლის საშუალებითაც, მისი გამოყენება ღამის პირობებშიც შესაძლებელია. „სკიფს“ სამიზნის განადგურება დღისით 100–დან 500 მეტრზე შეუძლია და ღამით 100–დან 3000 მეტრზე. რაკეტის კალიბრი 130 მმ–ია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100