MoneyMan.ge - ს მომხმარებლებს სესხის მიღება Unipay-ს საშუალებით შეუძლია
სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია MoneyMan.ge მომხმარებლებისთვის სერვისის გამარტივებას აგრძელებს და სესხის მიღების შესაძლებლობას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში აძლევს. Unipay-ს მოსახერხებელი სერვისის საშუალებით მომხმარებლებს MoneyMan.ge-ს მიერ დამტკიცებული სესხის მიღება საქართველოს რეგიონებში, კვირის ნებისმიერ დღესა და დროს შეეძლებათ. ასევე, გამარტივდა სესხის დაფარვის პროცედურაც.
აღნიშნული სერვისი სესხის მიღებას კიდევ უფრო ამარტივებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პლასტიკური ბარათები არ აქვთ.
„მომხმარებლები წუხდნენ, რომ საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა მიზეზთა გამო - არასამუშაო დღეები, ბანკომატების არარსებობა, პლასტიკური ბარათების არქონა, დამტკიცებული სესხის მიღებას. ეს პრობლემა მალევე გამოიკვეთა და ვფიქრობ, დროულად მოვახერხეთ რეაგირება“ - აცხადებს კომპანია MoneyMan.ge-ს დირექტორი ქეთი დარსაძე.
კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს არის Internet Acquiring, ეს არის სესხის დაფარვის პროცედურის გამარტივება:
„იმისათვის, რომ მომხმარებელს სესხი დაეფარა საჭირო იყო ბანკში მისვლა და MoneyMan.ge -ს ანგარიშზე თანხის შემოტანა. მინდა ვაცნობო მომხმარებლებს, რომ დღეიდან თანხის დასაბრუნებლად საკმარისია შეხვიდეთ თქვენს პირად კაბინეტში, ჩვენს ვებ-გვერდზე და შეიყვანოთ თქვენი პლასტიკური ბარათის ნომერი და სესხი დაფარულია“ - განმარტავს ქეთი დარსაძე. ქვემოთ, გთავაზობთ ინფორმაციას Unipay-ს იმ სალაროების მისამართს საიდანაც თანხის გატანაა შესაძლებელი:
თბილილი, კანდელაკის 3 _ 10:30 სთ-დან 21:00 სთ-მდე; შესვენება 14:00-15:00
თბილისი, ხიზანიშვილის 3 _ 10:30 სთ-დან 21:00 სთ-მდე; შესვენება 14:00-15:00
რუსთავის, მეგობრობის 2/91 _ 10:30 სთ-დან 20:00 სთ-მდე; შესვენება 14:00-15:00
გორი , სტალინის 10 - _ 10:30 სთ-დან 20:00 სთ-მდე; შესვენება 14:00-15:00
ქუთაისი, ჭავჭავაძის 11 _ 10:30 სთ-დან 20:00 სთ-მდე; შესვენება 14:00-15:00
ქობულეთი, აღმაშენებლის 264 _ 10:30 სთ-დან 20:00 სთ-მდე; შესვენება 14:00-15:00
ბათუმი, 26 მაისის 25 _ 10:30 სთ-დან 20:00 სთ-მდე; შესვენება 14:00-15:00
კომენტარი