მადონას ბომჟი ძმა და ვარსკვლავების სხვა „სირცხვილები“
არსებობს თემები, რომელთა შესახებაც ვარსკვლავებს ჟურნალისტებთან საუბარი არ უყვართ და კომენტარს თითქმის არასოდეს აკეთებენ. ამ სტატიაში სწორედ მსგავს ისტორიებს გიამბობთ.
პოპის დედოფალ მადონას უფროსი ძმა ენტონი ხიდის ქვეშ ცხოვრობს, ნასამართლევია, ლოთობს და გამვლელებს ფულს სთხოვს. ჟურნალისტებთან საუბრისას ენტონიმ განაცხადა, რომ უმცროს დას ის ფეხებზე ჰკიდია. პოპვარსკვლავი ოჯახში ერთადერთი არ გახლავთ ვინც ენტონიზე ზრუნვაზე უარი განაცხადა, წლების წინ უფროსი შვილი ლოთობის გამო სამსახურიდან გააგდო საკუთარმა მამამაც.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე მადონამაც და მამამისმაც ენტონი ალკოჰოლდამოკიდებულებისგან განკურნების მიზნით სარეაბილიტაციო ცენტრში გაგზავნეს, მაგრამ მამაკაცს არაფერი ეშველა და მათაც ხელი ჩაიქნიეს.
რთული ცხოვრება ჰქონდა კინოვარსკვლავ ტობი მაგუაიერის მამას ვინსენტ მაგუაიერსაც, ადამიანი ობობას როლის შემსრულებლის მშობელი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, რის გამოც ბანკის გაძარცვა სცადა. მცდელობა კრახით დასრულდა და მას ციხეში 2 წლის გატარება მოუწია.
ბევრმა არ იცის, რომ სერიალ ჭორიკანას ვარსკვლავი, მანჰეტენის პრინცესას როლის შემსრულებელი, მსახიობი ლეიტონ მისტერი ციხის საავადმყოფოში დაიბადა, რადგან დედამისი მარიხუანას გასაღებისთვის იყო დაპატიმრებული, ქალი ნარკოტიკების მომხმარებელიც გახლდათ. გავიდა წლები, ლეიტონმა მსახიობობით ფული იშოვა და პირველი რაც გააკეთა ეს გახლდათ ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნების მიზნით დედის სარეაბილიტაციო ცენტრში გაგზავნა იყო.
უპრობლემოს ვერ ვუწოდებთ ვერც მომღერალ მერაია ქერის უფროს დას ელისონს, რომელიც ჯერ მეძავად მუშაობდა, შემდეგ კი ნარკოტიკებს ისე შეეჩვია, რომ საბოლოოდ დაკარგა კონტაქტი სამყაროსთან. 54 წლის ქალი ახლა ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება და ირწმუნება, რომ პოპ ვარსკვლავმა დამ მის დასახმარებლად საერთოდ არაფერი არ გააკეთა.
კომენტარი