სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფეისბუქი“ „კეთილ“ ჰაკერებს დააჯილდოებს

„ფეისბუქი“ იმ ჰაკერებს დააჯილდოებს, ვინც უსაფრთხოების სისტემაში „ხვრელებს“ იპოვის და ამ ინფორმაციას სოციალური ქსელის ადმინისტრაციას შეატყობინებს. კეთილ კეთილ ჰაკერებს 500 დოლარი და მეტი ოდენობის თანხა გადაეცემათ. ჯილდოს მხოლოდ ის სპეციალისტები მიიღებენ, ვინც „ხვრელის“ შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მისი „დაძველების“ შემდეგ გაამჟღავნებენ.

ასეთ ტაქტიკას უკვე დიდი ხანია მიმართავს „გუგლი“, რომელიც ჯილდოდ 500–დან 3 ათასამდე დოლარს გასცემს. ეგ კი არა, ინტერნეტ–გიგანტმა კონკურსიც კი გამოცხადა, რომ ნებისმიერი ჰაკერი, ვინც Chrome–ს გატეხდა, 20 ათას დოლარს მიიღებდა. თუმცა, ამ თანხის დატოვება გუგლს თავისთვის მოუწია, რადგან Chrome – ის გატეხვის მსურველი არ გამოჩენილა და, შესაბამისად, კონკურსიც არ შედგა.

ერთ–ერთი უკანასკნელი შემთხვევა კი, რომელიც „ფეისბუქზე“ სულ რაღაც ერთი კვირის წინ იქნა შემჩნეული, იყო ის, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ საკუთარი მეგობრების ვიდეორგოლების სრული სიის ნახვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი დაფარული იყო ნახვებისგან. ასევე, ბოლო პერიოდში მოხდა შემთხვევა, როცა ფეისბუქის სისტემაზე ჰაკერული შეტევის შედეგად, ყველას მიეცა შესაძლებლობა, რომ მომხმარებლების ჩაკეტილ პროფილებზე სრული წვდომა ჰქონოდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100