სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიკოთის უღელტეხილზე კიდევ ერთი ცხედრის პოვნა არ დასტურდება

მაშველები არ ადასტურებენ ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რიკოთის უღელტეხილზე კიდევ ერთი დაღუპულის ცხედრის პოვნის შესახებ. "რუსთავი2" ცნობით, მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ. სამაშველოს სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რესტორნის ორი თანამშრომელი, სავარაუდოდ, მეწყრისგან ჩატანილ შენობაში იმყოფება, თუმცა, შენობაში შეღქწვე ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რესტორნის ერთ–ერთი თანამშრომლის თქმით, დედამისი მეწყრის ჩამოწოლისა და ნიაღვრის მოვარდნის დროს ხაჭაპურს აცხობდა და სამზარეულოდან გამოსვლა ვერ მოასწრო. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია ოთხი და დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100