სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში "ე-კოლის" ჩხირის მატარებელი ხორცის შემოტანას გამორიცხავენ

საქართველოში "ე-კოლის" ჩხირის მატარებელი ხორცის შემოტანას გამორიცხავენ. სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ბაზარი ინდოეთიდან მარაგდება და პროდუქტს სათანადო სამსახურები საბაჟოზევე ამოწმებენ.

"ამ ეტაპზე საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან გაყინული ხორცი არ შემოდის. ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა არის ინდოეთი. როდესაც ქვეყანაში იმპორტი ხორციელდება, საზღვარზე საბაჟო სამსახურები ახდენენ კონტროლს. პარალელურად კი, სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ლაბორატორიულ კვლევას", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვერიკო გულუა.

შეგახსენებთ, რომ "ე-კოლის" ჩხირი ხორცში პირველად საფრანგეთში გამოვლინდა. საავადმყოფოში გადაყვანილი 7 ბავშვიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ის, სავარაუდოდ, ძროხის ხორცით დაავადდა. 4 წლის პაციენტი ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100