გარეგინ მეორემ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე ვააგნ ჩახალიანის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენა
სომხეთის კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე ვააგნ ჩახალიანის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენა.
ამის შესახებ გარეგინ მეორემ ახალქალაქში ჩახალიანის მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იგი უკვე ინფორმირებულია პრობლემის შესახებ და ჩახალიანის გათავისუფლების საკითხი ილია მეორესთან შეხვედრაზეც დააყენა.
ვააგნ ჩახალიანი 3 წლის წინ დააკავეს, მას თავისუფლების ათი წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.
საქართველოში ვიზიტის წინ გარეგინ მეორეს 1200-ზე მეტმა ჯავახელმა სომეხმა პეტიციით მიმართა, რომელიც საქართველოს სასულიერო და საერო ხელმძღვანელებთან შეხვედრებზე ვააგნ ჩახალიანის საკითხის შესახებ თხოვნას შეიცავდა.
კომენტარი