სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უპრეცედენტო შემთხვევა ფსიქიატრიაში - ქართველმა ფსიქიატრმა საკუთარ პაციენტთან დუეტი ჩაწერა, რათა ბენეფიციარის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო

თებუ 25 წლისაა და ის „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის“ ბენეფიციარია. მისი ფსიქიკური პრობლემების გააქტიურებამ მუსიკის მიმართ ინტერესი გააღვივა. თებუს არა ერთი რეპ-მუსიკა აქვს დაწერილი, რომელიც მსმენელში პოპულარობით სარგებლობს. მას ყოველთვის სურდა, რომ ვინმესთან დუეტი ჩაეწერა, თუმცა ფსიქიკური პრობლემების გამო ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ.

თებუმ საკუთარ ფსიქიატრს სთხოვა, რომ მასთან დუეტი ჩაეწერა. კლინიკის ექიმმა თამუნა ალადაშვილმა მას უარი არ უთხრა, ჩათვალა, რომ ეს მკურნალობის პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა მის პაციენტს, ამიტომ დაუთმო ყველანაირი რესურსი და საკუთარ ბენეფიციართან დუეტი ჩაწერა. პაციენტის მდგომარეობა მას შემდეგ ძალიან გაუმჯობესდა, თვითშეფასება აუმაღლდა, თავდაჯერებულობა და სიმტკიცე შეემატა და ახლა სურს, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული მუსიკაში.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ფსიქიატრიის ისტორიაში, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100