ხალხმა ჯერემი 3 დღის წინ გაიცნო, ჰოლივუდში კი მის შესახებ უკვე ფილმის გადაღებას იწყებენ
ჯერემი მიქსის პოპულარობამ პიკს ერთ დღეში მიაღწია, მას უკვე მთელი მსოფლიო იცნობს, ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 30 წლის ბანდიტი 2014 წლის 19 ივნისს, ბანკის ძარცვისთვის დააკავეს.
სტოკჰოლმის პოლიციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდზე მისი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კი პატიმრობაში მყოფი ჯერემი ნამდვილი სექსიმბოლო გახდა, ქალები სიტყვა სიგიჟის პირდაპირი მნიშვნელობით გაგიჟდნენ, დაიწერა ასიათასობით კომენტარი იმის შესახებ, რომ ჯერემი ძალიან სასურველი მამაკაცია.
ამ ისტორიით უკვე დაინტერესდა ჰოლივუდი, ჯერემის ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღება უკვე გადაწყვეტილია, შერჩეულია მსახიობიც, სიმპატიური ყაჩაღის როლს ვამპირის დღიურების ერთ-ერთი მსახიობი კენდრიკ სემპსონი შეასრულებს.
საკუთარი პერსონის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ციხიდან გამოეხმაურა, თავად ჯერემიც, ამერიკელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ვიდეო ინტერვიუში მიქსმა განაცხადა, რომ გაოცებულია და ვერ ხვდება, რატომ აქცევენ მას ამდენ ყურადღებას. „ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ სოციალურ ქსელში ჩემზე ბევრს, წერენ, მაგრამ რას წერენ და რატომ ეს უკვე არ ვიცი“ - განაცხადა ყველაზე სექსუალური ბანდიტის ტიტულის მფლობელმა ჯერემი მიქსმა.
კომენტარი