სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ბაქოში „ევროვიზია-2012“ გაიხსნება

დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზია - 2012“-ის გახსნა შედგება.

როგორც ცნობილია, კონკურსზე მიწვეულია მონაწილე ქვეყმნების დელეგაციები. კონკურსში მონაწილეობას 42 ქვეყანა იღებს.

„ევროვიზია - 2012“- ის სიმბოლო ცეცხლმოკიდებული ყვავილია, სლოგანი კი: „Light Your Fire” („დაანთე შენი ცეცხლი“). აღნიშნული სიმბოლოთი და სლოგანით არის მორთული მთელი ქალაქი.

შეგახსენებთ, რომ „ვეროვიზია - 2012“-ის ნახევარფინალები 22 და 24 მაისს, ფინალი კი 26 მაისს შედგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100