სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმი და სამეგრელო ოცნებაზე უარს ამბობს

სამეგრელო მეტ სარგებელს ირჩევს. ზუგდიდიდან, სენაკიდან და აბაშიდან "პრესა.ჯი"- კორესპონდენტები გვატყობინებენ, რომ წინასწარი გამოკითხვებით, დამაჯერებლად ლიდერობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია. ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა კი, მხარი მმართველ პარტიას დაუჭირა.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წევრები უკვე აღიარებენ გარდაუვალ მარცხს და აქტივისტების მობილიზაციას აცხადებენ. ისინი დირექტივებს სოლოლაკის შუშის კოლბის სასახლიდან ელოდებიან.

რაც შეეხება ბათუმს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წარმატებას განაგრძობს აჭარასა და აჭარის მთავარ ქალაქ ბათუმშიც. "პრესა.ჯი"- კორესპონდენტი წინასწარი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ ბათუმში დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იგებს გია ბარამიძე.

რაც შეეხება აჭარის რაიონებს, ისევე როგორც თითქმის მთელ საქართველოში, აქაც მმართველი პარტია ლიდერობს. თუმცა, ციფრებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100