სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასამართლომ ჰოლანდიელი პენსიონერის სექსის ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფოს დააკისრა

ნიდერლანდებში მთელი 7 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ერთი ძალიან უჩვეულო სასამართლო პროცესი, რომელზეც მოსარჩელე პენსიონერი მამაკაცი, მოპასუხე კი ჰოლანდიის მთავრობა იყო.

საქმე ის გახლავთ, რომ პენსიონერმა კლაას ბრიუნმა დამსახურებულ პენსიაზე გასვლიდან ორ წელიწადში სახელმწიფოს მიმართა და მას დამატებითი თანხის გამოყოფა მოსთხოვა... მეძავებთან დახარჯული ფულის ასანაზღაურებლად.

მართალია, განცხადება სრულ აბსურდად მიიჩნიეს, მაგრამ იგი შესაბამისმა პირებმა მაინც განიხილეს და მოხუცს ოფიციალური წერილიც მისწერეს, სადაც მიუთითეს, რომ მოქალაქეებისთვის მსგავსი ხარჯების გაწევის არც პრაქტიკა და არც მიზანშეწონილობა არ არსებობს.

მოხუცმა იხტიბარი არ გაიტეხა, იურისტები აიყვანა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ის გახლავთ, რომ პენსიაზე გასვლამდე ბრიუნი სახელმწიფო მოხელე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგაც სახელმწიფოს უნდა ეზრუნა მის ჯანმრთელობაზე და ხარჯები სრულად დაეფარა. სწორედ ამ კუთხით მოამზადა სარჩელი პენსიონერმა მამაკაცმა:

მისმა პირადმა თერაპევტმა დაადასტურა, რომ სექსუალური აქტივობის შემდეგ ქვრივი მამაკაცი უკეთ გრძნობს თავს და ნაკლებ წამლებს იღებს, ხოლო ფსიქიატრმა წერილობითი დასკვნაც გაამზადა, რომ ბრიუნის ფსიქიკური მდგომარეობა სექსუალურად აქტიურობის დროს უმჯობესდება და მდგრადობას ინარჩუნებს.

საბოლოოდ, სასამართლომ ეს და სხვა ფაქტორები გაითვალისწინა და კლაას ბრუნის მოთხოვნა დააკმაყოფილა - მას ბიუჯეტიდან ურიცხავენ გონივრულად გამოთვლილ თანხას, რომელიც ერთი თვე უნდა ეყოს მეძავების „მომსახურებისთვის“.

ადგილობრივი მედიასაშუალებები იმასაც იუწყებიან, რომ სასამართლოს მოგების სიხარული მამაკაცისთვის ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან მასთან ურთიერთობაზე უარი თქვა თითქმის ყველა მეძავმა, ასაკის მიუხედავად. მიზეზი მარტივია: იმისთვის, რომ ანაზღაურება მიიღონ, უძველესი პროფესიის მიმდევრებმა ბლანკს უნდა მოაწერონ ხელი, ამის გაკეთება კი არავის სურს.

ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა ბაბუმ რომელიმე მეძავის „შებმა“ და საწოლში ჩაწვენა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100