75 მესხს რეპატრიანტის სტატუსი მიენიჭა
აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ 67 წლის წინ ისტორიული სამშობლოდან იძულებით გასახლებულ 75 მესხს რეპატრიანტის სტატუსი მიანიჭა.
მაჰმადიანი მესხების მსოფლიო ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილის ბურხან ოზკოშარის თქმით, 2011 წლის ბოლოსთვის სამთავრობო კომისია რეპატრიაციის პროცესის დაჩქარებისთვის სტატუსს ყველა იმ დაბრუნებულ მაჰმადიან მესხს მისცემს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს და შეთავაზებულ პირობებს დასთანხმდება.
"კომისიამ არსებული 5806 დოკუმენტი განიხილა, რომელთა შორის 2000 რუსულ ენაზეა შედგენილი" - იუწყება APA .
მაჰმადიანი მესხები საქართველოდან ცენტრალურ აზიაში 1944 წელს გადაასახლეს. 1989 წელს ფერგანის ტრაგედიის შემდეგ მათ თავშესაფარი 13 ქვეყანაში მისცეს, რითიც მათ ლტოლვილის სტატუსი მეორედ მიიღეს.
კომენტარი