სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინელებმა მოკლეს ოკუპანტი, რომელმაც ბავშვს თვალწინ მამა მოუკლა, შემდეგ კი მისი ცოლი გააუპატიურა - Unian

ოპერატიული ინფორმაციით, რუსი სამხედრო, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქე მისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა, მისი ცოლი კი გააუპატიურა, ლიკვიდირებულია. ინფორმაციას Unian Telegram არხზე ავრცელებს.

ოკუპანტი უკრაინის სამხედრო ძალებმა მოკლეს.

უკრაინულმა მედიამ 15 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალადობრივ დანაშაულებში მხილებული რუსი სამხედრო მეთაური კიევის ოლქში იმყოფებოდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, მიხაილ რომანოვი სოფელში დაჯგუფებასთან ერთად იყო.

მედია წერდა, რომ მოგვიანებით გადრაჩენილმა ქალმა ბავშვთან ერთად, სოფლიდან გაქცევა შეძლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100