სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ლექსი გრიგოლ აბაშიძემ საყვარელი ქალის გათხოვებას მიუძღვნა

მითხრეს, სიწითლემ გადამკრა წუთით,

ვერ დავრჩი მშვიდად და არხეინად,

არც მყვარებიხარ, არც ჩემად მსურდი,

და მაინც ჩუმად რაღაც მეწყინა.

გათხოვდი,

ბოლოს ყველა თხოვდებით,

თითქმის ყველანი ხდებით დედები,

თქვენი სიმართლით, თქვენი ცოდვებით

მოძებნით, ვინმეს მიეკედლებით.

მაინც რად გვწყდება გული, რით არი?

თითქო ვშორდებით ვინმე ჩვენიანს,

თითქო გვაკლდება ერთი სიზმარიც,

ჩიტი ყოფილა და გაგვფრენია.

შორით მომწონდი, მხვდებოდი წუთით,

დღეს თითქო ჩემი დასტოვე ბინა,

არც მყვარებიხარ, არც ჩემად მსურდი,

არც ვიცი, გული რატომ მეტკინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100