სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეუფე სერაფიმემ ჯავახიძეების გვარი დალოცა

2 ოქტომბერს, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი, სერგო ჯავახიძე მოძრაობის გამგეობის წევრებთან ერთად დაესწრო ქ. ბორჯომის წმ.

ნიკოლოზის ტაძარში ჩატარებულ წირავს, რის შემდეგაც ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმეს მიერ იკურთხა ჯავახიძეების გვარი. მეუფე სერაფიმემ დღეგრძელობა და ღვთის წყალობა უსურვა გვარს და დაახასიათა ბატონი სერგო ჯავახიძე როგორც ამ გვარის ღირსეული წარმომადგენელი. „მე მინდა გამოვხატო პატივისცემა, ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ აღვნიშნო მისი სიყვარული და ქრისტიანული მორჩილება ქართული ეკლესიის მიმართ“ –ბრძანა მეუფე სერაფიმემ და ბატონ სერგო ჯავახიძეს გადასცა ღვთისმშობლის ხატი.

ასევე მეუფე სერაფიმემ დალოცა ჭაბუა ამირეჯიბის შვილი ლაშა ამირეჯიბი და ისაუბრა მათ 25 წლიან ღრმა სულიერ კავშირზე, მეუფემ გადასცა ბატონ ჭაბუა ამირეჯიბისათვის განკუთვნილი აღდგომის ხატი და დასძინა, მიუხედავად ჭაბუა ამირეჯიბის ფიზიკური უძლურებისა, ის სულიერად ძლიერი პიროვნებაა. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ უწმინდესის და უნეტარესის მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ ბერად აღკვეცა ჭაბუა ამირეჯიბი (ბერი დავითი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100