სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მადლობა ივანიშვილს ნაკრების წახალისებისთვის, ესეც ზრდის შანსებს, რომ ესპანეთთან თამაშში მოვიპოვოთ გამარჯვება - კობახიძე

"მადლობა მას იმ წახალისებისთვის, რომელიც გამოამჟღავნა საფეხბურთო ნაკრების მიმართ და ესეც ზრდის ჩვენს შანსებს, მათ შორის ესპანეთთან თამაშში, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება,“ - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ისაუბრა და ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენაზე საუბარი პრემიერმა საფეხბურთო ნაკრების წარმატებაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მათთვის 30 მილიონის გადაცემა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს უფრო წაახალისებს და გაზრდის ესპანეთთან მოგების შანსებს.

30 ივნისს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი, ყველაფერი არის შესაძლებელი და ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს მინდა ვუსურვო მორიგი გამარჯვება. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება და მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ შემთხვევაშიც გამოავლინა განსაკუთრებული, ესეც ქველმოქმედების ერთგვარი გამოვლინებაა, მადლობა მას იმ წახალისებისთვის, რომელიც გამოამჟღავნა საფეხბურთო ნაკრების მიმართ და ესეც ზრდის ჩვენს შანსებს, მათ შორის ესპანეთთან თამაშში, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება,“ - ამბობს კობახიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100