სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელავში სამი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მათ შორის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურის შვილია

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს, მათ შორის თელავის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურის, მამა გენადის შვილი გიორგი გოგილაშვილია, დანარჩენი კი მისი მეგობრები არიან. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.

დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ ავტომატიდან რამდენჯერმე გაისროლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

ექიმების განცხადებით, სამივე მათგანი ფეხის არეშია დაჭრილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100