“მე შემიძლია უამრავი სისულელე ჩავიდინო, მაგრამ არასოდეს სიყვარულით არ ვიქორწინებ”
“მე შემიძლია უამრავი სისულელე ჩავიდინო, – ამბობს დიზრაელი, – მაგრამ არასოდეს სიყვარულით არ ვიქორწინებ”. და ის უცოლო დარჩა 37 წლამდე, შემდეგ კი ხელი სთხოვა მდიდარ ქვრივს, მერი ენის, რომელიც მასზე 15 წლით უფროსი იყო. სიყვარული? ო, არა. მერიმ იცოდა, რომ დიზრაელს არ უყვარდა.იცოდა რომ მხოლოდ ფულის გამო დაქორწინდა მასზე, ამიტომაც მერიმ ქორწინებამდე ერთი თხოვნით მიმართა დიზრაელს, დაეცადა ერთი წელი, რათა მისი ხასიათი შეესწავლა და ამ დროის გასვლის შემდეგ მისი ცოლი გახდა.
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დიზრაელის ქორწინება შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ და წარმატებულ ქორწინებად ჩაითვალოს.
მდიდარი ქვრივი, რომელიც მან აირჩია, არ იყო არც ახალგაზრდა, არც ლამაზი, არც არაჩვეულებრივად
ჭკვიანი, იცვამდა უცნაურად, სახლი უცნაურად ჰქონდა მორთული, თუმცა იყო გენიალური ქმართან ურთიერთობაში. იგი არ ცდილობდა ქმარს რაიმეში გატოლებოდა,როცა დიზრაელი სახლში დაღლილი დაბრუნდებოდა, მერის სულელური ტიკტიკი ამშვიდებდა მას. წუთები რომელსაც იგი ხანშიშესულ მეუღლესთან ატარებდა, ყველაზე ბედნიერი იყო მის ცხოვრებაში. მერი იყო მისი მეგობარი, მესაიდუმლე და მრჩეველი. ყოველ საღამოს დიზრაელი თემთა პალატიდან მოიჩქაროდა,რათა მეუღლისთვის მოეთხრო ახალი ამბები. და რაც ყველაზე მთავარია,რაც არ უნდა მოემოქმედა, მერი ენს ეჭვი არ ეპარებოდა მის წარმატებაში.
თავის მხრივ, როგორც არ უნდა სულელურად გამოჩენილიყო მერი საზოგადოებაში დიზრაელი არასდროს აკრიტიკებდა, არასოდეს წამოსცდენია საყვედური მის მიმართ და თუ ვინმე გაუბედავდა დაცინვას დიზრაელი უმალ გააფრთრებით იცავდა მეუღლეს. მერი არ იყო სრულყოფილი, მაგრამ 30 წლის განმავლობაში არ დაღლილა საკუთარ ქმარზე ლაპარაკით და მისი ქებით. და როგორი იყო შედეგი?
“ჩვენ 30 წელი ვიცხოვრეთ ერთად – ამბობს დიზრაელი, – და არასოდეს მომბეზრებია იგი”.
თავის მხრივ არც დიზრაელი მალავდა, რომ მერის მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეჭირა. როგორია შედეგი? “მისი სიკეთის წყალობით, – ეუბნებოდა თავის მეგობრებს მერი, ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი ბედნიერება იყო.”
მათ თავიანთ ქორწინებაზეც უყვარდათ ხუმრობა. “იცი, მე შენზე ფულის გამო დავქორწინდი, ეუბნებოდა მეუღლეს დიზრაელი.” ამაზე მერი ენი ღიმილით პასუხობდა “დიახ, ეს ასეა, მაგრამ შესაძლებელი,რომ იყოს ყველაფრის თავიდან დაწყება, შენ ჩემზე სიყვარულით დაქორწინდებოდა,
ასე არ არის?” და დიზრაელი აღიარებდა,რომ ეს მართლაც ასე იყო . მერი ენი სრულყოფილი არ ყოფილა, თუმცა დიზრაელი საკმაოდ ჭკვიანი იყო და ხელს არ უშლიდა მას დარჩენილიყო ისეთივე, როგორიც იყო.
ჰენრი ჯეიმსის თქმით: “მთავარი მცნება, რომლითაც უნდა ვიხემძღვანელოთ ადამიანებთან ურთიერთობაში, მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა შევუშალოთ ხელი ერთმანეთს თავისი გზით გაიკვლიოს გზა ბედნიერებისაკენ”.
ანდა როგორც ლილენდ ფოსტერ ვუდი ამბობს თავის წიგნში “როგორ შევეწყოთ ერთმანეთს ოჯახში”: “ბედნიერი ცოლქმრული ცხოვრება დამოკიდებულია არა მარტო იმაზე, რომ ნახოთ შესაფერისი ადამიანი, არამედ იმაზეც, რომ თავად გახდეთ ასეთი ადამიანი.”
ასე რომ,თუ გსურთ გქონდეთ ბედნიერი ცოლ-ქმრული ურთიერთობა გაითვალისწინეთ რჩევა: “არ შეეცადოთ თავიდან აღზარდოთ მეუღლე”.
კომენტარი