აშშ-ის კაფეში სამხედროები დახოცეს
ამერიკაში, ნევადას შტატში სამხედროები დახოცეს.
შეიარაღებულიმამაკაცი ერთ-ერთ კაფეში შეიჭრა, 3 ადამიანი მოკლა და 5 დაჭრა.
გარდაცვლილთაგან ორი ამერიკის ეროვნული გვარდიის თანამშრომელი იყო. მკვლელი შემთხვევის ადგილზე საკუთარი მანქანით მივიდა, კაფეში შეიჭრა, ცეცხლი გახნა, ბოლოს კი თავი მოიკლა. მომხდარის დეტალებს პოლიცია არკვევს. ერთ–ერთი ვერსიით, ის ფსიქიკურად დაავადებული იყო.
კომენტარი