სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სადგურ „ფობოსის“ ავარიაში რუსები ამერიკელების კვალს არ გამორიცხავენ

საპლანეტათაშორისო ავტომატური სადგურის „ფობოს–გრუნტის“ ავარიაში რუსეთის ხელისუფლება ამერიკული კვალის არსებობას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს რუსეთის ვიცე–პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განუცხადა.

„ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. იმედი მაქვს, იგი არ გამართლდება. და თუ გამართლდა, შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება, რომლებზე ლაპარაკიც ჯერ ადრე“, – თქვა მან. მისივე თქმით, ხშირია მსგავსი ავარიის შემთხვევები განსაკუთრებით იმ სივრცეში, რომელიც „როსკოსმოსის“ მიერ არ კონტროლდება. „ფობოსის“ ავარიის ერთ–ერთ მიზეზად ამერიკული რადარის ზემოქმედება სახელდება.

„ფობოს–გრუნტმა“, რომელიც მარსის შესასწავლად და დედამიწაზე მარსის გრუნტის ჩამოსატანად ბაიკანურიდან 9 ნოემბერს გაიგზავნა, ხოლო 15 იანვარს მისი ნამსხვრევები დედამიწაზე ჩამოვარდა, თუმცა, ჩამოვარდნის სავარაუდო ტერიტორია არ დასახელებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100