როგორ მოატყუა ცნობილმა გამომძალველმა ივანიშვილი...
ოლიგარქს ნერვებმა უმტყუნა. ივანიშვილმა, ყველას თვალწინ დაკარგა წონასწორობა. მისი გაღიზიანება, ამჯერად, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მოახერხეს. ოლიგარქი „შუშის კოლბაში“ საკუთარ „პიარშიკებს“ შეხვდა და მასტერ-კლასიც ჩაუტარა. სამაგალითოდ, ოლიგარქს სწორედ თარგამაძის პარტია ჰყავდა.
ბიძინა ივანიშვილი „ქრისტიან-დემოკრატების“ სარეკლამო კლიპებს გაუღიზიანებია. მისი რისხვა ცნობილ „პიარშიკს“ და კიდევ უფრო ცნობილ გამომძალველს - შალვა რამიშვილს დაატყდა თავს.
ე.წ. PR სხდომაზე, ოლიგარქი ნერვული ტონით მიმართავდა ცნობილ გამომძალველს: „ქრისტიან-დემოკრატებს თუ აქვთ ასეთი მაგარი კლიპები, რატომ ვერ ახერხებთ ამას თქვენ. რატომ ჩანს მათ სარეკლამო კლიპებში ამდენი ხალხი?“ ცნობილი გამომძალველი და კიდევ უფრო ცნობილი ცრუპენტელა შალვა, არ დაიბნა და წარბშეუხრელად უპასუხა: „ეს ფოტოშოპია“.
შალვა რამიშვილმა თავი ასე დაიძვრინა, მაგრამ დროებით. ივანიშვილს ყველა იცნობს, როგორც ცნობილ ადამიანთმოძულეს, გარკვეული ახირებებით. მას ჩვევია, დროდადრო ადამიანების აღზევება, შემდეგ კი - მოძულება.
ერთ დროს ცნობილი „პარშიკი“, მოგვიანებით კი, ცნობილი გამომძალველი, მალე შეიძლება უფრო ცნობილი „გადაგდებულ-გამოგდებული“ აღმოჩნდეს.
პ.ს: „პრესა.ჯი“ ეცადა ცნობილ გამომძალველ რამიშვილთან გაერკვია, თუ რატომ მოატყუა მან ცნობილი ოლიგარქი. „სხვა რამეზე დამირეკეთ ან საერთოდ არ დამირეკოთ“, - ასეთი იყო ე.წ. „დამოუკიდებელი“ ჟურნალისტის პასუხი კითხვაზე - რატომ მოატყუეთ ივანიშვილი?
კომენტარი