პამელა ანდერსონი ისევ გათხოვდა
ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი ისევ გათხოვდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
მსახიობის რჩეული მისი პირადი მცველი დენ ჰეიჰერსტი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა ქორწილი შობის დღეებში ვანკუვერის კუნძულზე გადაიხადა. ანდერსონისთვის ეს მეხუთე ქორწინებაა.
„ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მე ვარ ძლიერი კაცის ხელში, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ“, - აცხადებს 53 წლის მსახიობი.
2020 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პამელა ანდერსონი ცოლად ცნობილ კინოპროდიუსერს, ჯონ პიტერსს გაჰყვა, თუმცა მათმა ქორწინებამ 12 დღეს გასტანა.
კომენტარი