სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ვოლსკი კეზერაშვილის საქმეზე: გამოძიება უნდა ჩატარდეს, რეალურად რა ხდება

ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესი 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთეულ საქმეებს შეეხო. უამრავი ბიზნესმენი, რომელსაც კუთვნილი ქონება ან იძულების წესით ჩამოართვეს, ან სულაც საკუთარი ხელით "აჩუქებინეს" "ქართული ოცნების" მთავარი დანაპირების - სამართლიანობის აღდგენის შესრულებას დღემდე ელოდება.

სპეციალური კომისია, რომელიც პროკურატურაში შეიქმნა, მათი ხმამაღალი განცხადებებისა და ხმაურიანი პრეზენტაციის მიუხედავად, არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა. პროკურატურა ამას მტკიცებულებების არქონით ხსნის, საზოგადოების დიდი ნაწილი კი პროკურატურის არაეფექტური მუშაობით.

რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას" თავისი ამომრჩევლისთვის, რომელიც მისგან ამ პირობის შესრულებას ელოდებოდა და რას პირდებიან 2016 წლის საპარლამენტო რჩევნებისთვის? ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმალიდერმა გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა: "ქონებრივი სამართლიანობის აღდგენისთვის უნდა გამოვძებნოთ სამართლებრივი გზა თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფოს ხელი გაეხსნას რომ დააბრუნოს ბევრი ქონება, რომელიც თითქოსდა ნებაყოფლობით გადაეცა ყოფილ ხელისუფლებას." - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე განმარტებით კიდევ ბევრი ადამიანია რიგში რომელთა ქონებრივი დავა არ დასრულებულა და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა. თუმცა, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს საკმარისი სამართლებრივი ბაზის შექმნა, რათა 2012 წლის საარჩევნო დანაპირები, ქონებრივი სამართლიანობის აღდგენა სისრულეში მოიყვანოს.

"ახლა 15 მლ -მდე ღირებულების ქონებაა დაბრუნებული და 43 ადამიანია დაკმაყოფლებული. მაგრამ ეს ძალიან პატარა ციფრია. ამას საკმაოდ სერიოზული სამართლებრივი ბაზა სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ,,ქართული ოცნება“ რეალური ძალაა, რომელსაც არა მხოლოდ ნება გააჩნია ამის, არამედ ვალდებულებაც.პროცესი უფრო ინტენსიური განვითარების მოთხოვნას წარმოშობს საზოგადოებაში. ვფიქრობ პროცესი კარგად დაიწყო სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოექცეს და უნდა განვითარდეს. სტრუქტურა უნდა გაიზარდოს, რადგან დიდი მასაა საქმეების და ყველა უნდა შევისწავლოთ.“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.ბატონო გიორგი, ისეთ საქმეებზე, სადაც საუბარია ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე მე-4 წლის ბოლოსაც არანაირი შედეგი არ ჩანს. საუბარია, კეზერაშვილზე, ადეიშვილზე, რომელზეც თქვენი გუნდი მუდმივად საუბრობდა, მუდმივად აცხადებდით, ისინი მონაწილეობდნენ ქონების უკანონო ჩამორთმევაში. მაგალითად, არის სენტა პეტროლიუმის საქმე, სადაც კეზერაშვილის მოადგილემ კეზერაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება პროკურატურაში და არ იძვრის საქმე, იგივეა სიტუაციაა ბიზნესმენ შიოლაშვილის საქმეშიც და ასეთი არაერთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება...მე კონკრეტულად სენტა პეტროლიუმის საქმეზე და კეზერაშვილის მოადგილის ჩვენებაზე არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამას ჭირდება სამართლებრივი ბაზის გაძლიერება. გამოძიება უნდა ჩატარდეს, რეალურად რა ხდება. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა ქონება გამოართვეს მფლობელებს და გადაუხადეს რაღაც ფასი. შეიძლება დიდი სურვილი არ ჰქონიათ ამის დათმობის, მაგრამ... აქედან გამომდინარე, გარემოებებია შესასწავლი. შემდეგ ეს ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100