სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უმძიმეს ავარიას 5 ზესტაფონელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ზეს­ტა­ფო­ნი-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ხუთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ სვირ­თან, დი­ლით მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა. ხუ­თი­ვე მგზავ­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ზეს­ტა­ფო­ნის მკვიდ­რი ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცია: გი­ორ­გი აბა­ში­ძე და შმა­გი გვა­ლია.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლილ­თა ახ­ლობ­ლე­ბი წე­რენ, ად­გი­ლი, სა­დაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მომ­ხდა, არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა მსგავ­სი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც არი­ან.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მერ­ვე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100