სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Axis Towers თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს 17 200 მ2 შემატებს

უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანიამ Colliers International- მა 2017 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, სადაც, მათ შორის, თბილისის თანამედროვე საოფისე ფონდი არის მიმოხილული.

„საქართველოს A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. წლების მანძილზე თავისუფალი საოფისე ადგილები სხვადასხვა ბიზნეს ცენტრებში იყო მიმოფანტული, რაც დიდი კომპანიებისთვის მაღალი კლასის ოფისების პოვნას ართულებდა.

Axis Towers BC -ისმასშტაბური პროექტი, რომლის გახსნაც 2018 წლის ბოლოს იგეგმება, დედაქალაქის A კლასის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს კიდევ 15,000 კვადრატულ მეტრზე მეტს შემატებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამით, სხვა რამდენიმე მსხვილპროექტთან ერთად, ჯამურად, A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის ბაზარი 72% ით იზრდება, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, თბილისის მთლიანი საოფისე ფონდის მოცულობა მაინც დაბალი რჩება, - ნათქვამია Colliers International - ის კვლევაში.

Colliers International Group Inc. მსოფლიოს 69 ქვეყნაშია წარმოდგენილი და შედგება 12 000-ზე მეტი გამოცდილი პროფესიონალით ოპერირებს.

Axis Towers BC მრავალფუნქციური კომპლექსია და მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე, გასართობ, კომერციულ და სასტუმრო ფუქციებს.

ოფის ცენტრი აკმაყოფილებს საერთაშორისო A კლასის ბიზნეს ცენტრის ყველა მახასიათებელს, კერძოდ:

· საერთო ფართი;

· შესაბამისი ლოკაცია -ჭავჭავაძის გამზირი.ეს გამზირი იმთავითვე დაპროექტებული იყო საოფისე და საჯარო ნაგებობებისთვის.A კლასის ბიზნეს ცენტრის ამ ლოკაციაზე განთავსება კი სწორედ ამ მიმართულებების ბუნებრივი განვითარებაა.ასევე აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირი წარმოადგენს ისტორიული ზონის - რუსთაველის გამზირის გაგრძელებას და ეს ბმა აფართოებს ბიზნეს-ტურისტულ ზონას;

· ადვილად მისადგომი - იქმნება შენობასთან მისასვლელი დამატებითი გზები;

· თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაცია და დაცვის სისტემები;

· ნათელი ოფისები მაღალი ვიტრაჟული ფანჯრებით, გამორჩეულ არქიტექტურისა და ოპტიმალური გეგმარებიდან გამომდინარე;

· პანორამული ხედები ვაკის პარკზე;

· თანამედროვე თბილისის ლენდმარკ შენობა;

· ბიზნეს-ცენტრისთვის გამოყოფილი 300 ადგილიანი ავტოსადგომი.

ასევე, Axis Towers -ის მინის კოშკში განთავსდება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman, რომლის დიზაინი, აქსისის დიზაინერებთან ერთად, შეიმუშავა ცნობილმა ფრანგმა ინტერიერის დიზაინერმა, კრისტოფ პილემ. სასტუმრო მოიცავს 5 განსხვავებული ტიპის 226 ნომერს და გათვლილია ბიზნეს ტურისტებზე.

მინის კოშკის საფარად გამოყენებულია Mitsubishi Alpolic A2 ალუმინის კომპოზიტური მასალა მაღალი ცეცხლგამძლეობის მაჩვენებლით, რომელიც გამოიყენება ექსტერიერ - ინტერიერის მოსაპირკეთებლად, ასევესახურავად და საუკეთესო მასალად ითვლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100