სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანაკლიაში მედიისა და სამოქალაქო სექტორისთვის ინფო ტური მოეწყო

ანაკლიაში, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრიაფხაზეთისინიციატივით მედიისა და სოციალურ თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის ინფო ტური მოეწყო. ტურის მონაწილეებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმაუმასპინძლა.

ინფო ტურში მონაწილეობას 15 სამოქალაქო სექტორის ლიდერი და 10 მედია საშუალების ჟურნალისტი იღებდა. სტუმრებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი მშენებლობის მიმდინარე პროცესი დაათვალიერეს. გარდა ამისა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებისაგან ორგანიზაციის მიზნებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი” ინფორმაციით, ინფო ტურის მიზანი სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და ადგილობრივი თემის გაძლიერებასა და საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობაზე ერთობლივი ზრუნვა იყო.

ინფო ტურში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები სამეგრელო-ზემო სვანეთისა და საქართველოს სხვა რეგიონებში ახორცილებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალ-ეკონომიკურ პროექტებს დევნილი და მასპინძელი თემის, მოწყვლადი ჯგუფების, ახალგაზრდებისა და სხვ. მიმართ, რომელთა დონორები საერთაშორისო, ადგილობრივი თუ სამთავრობო ორგანიზაციები გახლავთ.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. იგი იქნება პირველი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში. ანაკლიის პორტის მიმდებარედ განვითარდება ქალაქი ანაკლიაც, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვანი სამეწარმეო და ბიზნეს ცენტრი გახდება.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სოციალურ ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100