სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფლის მაშენებელი ბანი - ივანიშვილისა და ბურჭულაძის შედარებითი დახასიათება

პაატა ბურჭულაძე დიდხანს ყოყმანობდა, ჩართულიყო თუ არა პოლიტიკაში, კარგა ხანს, არც ჰოს ამბობდა, არც არას. ახლაც ასეა, მიუხედავად იმისა რომ შექმნა საქართველოს განვითარების ფონდი და ყველა საკონცერტო კონტრაქტი გააუქმა, მაინც ამბობს „არც კის გეუბნებით, არც არას“.

რამ აიძულა საოპერო ბანს პოლიტიკისკენ დაძვრა? მე მგონი, აქამდე არ უნახავს და ახლა ნახა შესანიშნავი ქართული მულტფილმი „სოფლის მაშენებელნი“, აი, ის მულტფილმი რომ მღერიან „სოფლის შენებას რა უნდა, რა უნდაა.... ერთი კარგი ბანი უნდა, ხომ უნდა? კი უნდა....“

მოისმინა ეს ტექსტი, ჩათვალა რომ მას უხმობენ და გამოგვეცხადა... ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით, თუმცა როგორც ყველა ხუმრობაში, ისე ამ ნახევრად ხუმრობაშიც გარკვეული სიმართლეა. სიმართლე ისაა, რომ კარად მღერა და კარგი ბანობა (თუმცა ბევრი ამასაც ეჭქვეშ აყენებს წმინდა სახელოვნებო პოზიციებიდან) ერთია და ქვეყნის შენება მეორე და მათ საერთო არაფერი აქვთ: მღეროდე კარგად და ეწეოდე ქველმოქმედებას არანაირად არ ნიშნავს რომ ქვეყნის ინჟინრად გამოდგები. ეს იგივეა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორობაზე ხელი აიღოს და ბედი იქვე, ოდესის ოპერაში სცადოს.

თუ ბურჭულაძეს ყურს დავუგდებთ, უფრო სწორად მის განცხადებებს და არა არიებს, გავარკვევთ რომ იძულება მისი ცხოვრების თანამგზავრი ყოფილა. თურმე ნუ იტყვით და მას არასოდეს უფიქრია ოპერის მომღერლობა, მაგრამ - „ცხოვრებამ ასე მაიძულა, უფრო სწორად მომცა შანსი და მე გამოვიყენე. არასოდეს მინდოდა ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შექმნა ეს პირობები, რომ გავხდი ქველმოქმედი“.

ვინ ახორცილებდა ამ იძულებას მის ცხოვრებაში, ან ვინ ახორციელებს ამ ეტაპზე? ბედისწერის ქალღმერთი? თუ ის სხვის საჰაერო სივრცეებში მონავარდე „ღმერთი“, რომესაც ერდოღანმა ამ ცოტა ხნის წინ სდრუზა? თავად კი გვიმტკიცებს დიდი გულმოდგინებით რომ მის ფონდში რუსული ფული არ ურევია, მაგრამ პოლიტიკაში ნახევრად მოსული აკეთებს სრულიად გასაგებ განცხადებას: „რუსი დღეს ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტია. ძალიან სამწუხაროა, მე ვერ ვიტყვი რომ ეს მხოლოდ რუსეთის ბრალია, ეს ჩვენი ბრალიცაა. არასწორი პოლიტიკის ბრალია“.

იხილეთ სრულად

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100