სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისანი–სამგორის პოლიციამ „ოდნოკლასნიკის“ თაღლითი დააკავა

ისანი-სამგორის პოლიციამ, თაღლითური ქმედებაში ეჭვმიტანილი 1992 წ.დ. ლაშა გოგლიძე დააკავა, რომელიც სოციალური ქსელ "ოდნოკლასნიკით" მოსახლეობას თაღლითურად სძალავდა ფულს.

22 მარტს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციიმ მესამე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მოქ. ხათუნა ხუნდაძის მიმართ განხორციელებული თაღლითური ქმედების ფაქტზე.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ 2012 წლის 03 მარტს ლაშა გოგლიძემ სოციალურ ქსელში თავის ვებგვერდზე განათავსა მომხმარებლის ხათუნა ხუნდაძის მეგობრის ფოტოსურათი და მონაცემები, ამის შემდეგ დაუკავშირდა დაზარალებულ ხათუნა ხუნდაძეს მეგობრის სახელით, მოატყუა, რომ იმდროისთვის იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, სადაც ერთ-ერთ ბარში დაკარგა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მობილური ტელეფონი, საბუთები, ფულადი თანხა და სთხოვა, რომ მისთვის გადაერიცხა აჭარაბეთის წინასწარ მითითებულ ანგარიშზე 50 ლარი. ხათუნა ხუნდაძემ, რომელსაც ეჭვი არ შეპარვია, რომ სოციალურ ქსელში ესაუბრებოდა თავის მეგობარს სწრაფი გადარიცხვის აპარატიდან მას ჩაურიცხა აღნიშნული თანხა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით. დაკავებული აღიარებს მისმიერ ჩადენილ დანაშაულს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100