სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტანისლავ პოლი: „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ნებას და ძალიან აქტიურ ჩართულობას“

4 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - "C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში: სამომავლო განვითარების გზები". კონფერენცია შედგა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ "გლობალ ალიანსის" (GAHSC) საქართველოს მთავრობასთან ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის მიმართულებით 6 აპრილს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.

კონფერენციაზე "გლობალ ალიანსის" მოწვეულმა ექსპერტებმა , პროფესორებებმა სტანისლავ პოლმა და იაზდან იაზდანპანამ წარმოდგინეს თემები "C ჰეპატიტის აღმოფხვრისაკენ -სტრატეგიების ოპტიმიზაცია" და "აივ-ის და C ჰეპატიტის ეპიდემიებზე ინტეგრირებული ინტერვენციების ხარჯთეფექტურობის კვლევა: საქართველოს მაგალითი".

საქართველოში მიმდინარე ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ფრანგ ექსპერტს სტანისლავ პოლს:

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და „გლობალ ალიანს“ ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. რასაკვირველია ეს პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ნებას და ძალიან აქტიურ ჩართულობას.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელშიც რეალურად შესაძლებელია დადებითი და კარგი შედეგების მიღწევა. ყველა პაციენტის, მათ შორის, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მკურნალობაც.

ეს არის რეალობა. ყველა პაციენტის მკურნალობა იქნება შესაძლებელი. მაგრამ, ამისთვის აუცილებელია არამარტო ინდივიდუალურად მკურნალობა, არამედ სხვა პრევენციული და ინტერვენციული ზომებისა და სტრატეგიების განხორციელება. მაგალითად, ნემსებისა და შპრიცების პროგრამა. მათ შორის ოპიოიდების ჩანაცვლების თერაპია და სქრინინგის დონის ამაღლება. ამ სამი სტრატეგიის გამოყენებით შესაძლებელი იქნება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმების განხორციელება“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100