სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველ არხზე "კადრების წმენდა" დაიწყო

საზოგადოებრივი მაუწყებლის ასამდე თანამშრომელი, კოტრაქტის ამოწურვის მიზეზით, სამსახურიდან გათავისუფლდა.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის ინფორმაციით, გათავისუფლებულ თანმამშრომელთა დიდი ნაწილი, ტექნიკური სამსახურის თანამშრომელია და მათ რიცხვში, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ჟურნალისტები არ არიან. თუმცა, ამ ასამდე ადამიანში, რამდენიმე ჟურნალისტი მაინც მოხვდა. 

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 300-მდე თანამშრომელია გათავისუფლებული. არსებობს ინფორმაცია, რომ მათ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც დაცვის თანამშრომლებმა ისინი სამსახურში აღარ შეუშვეს. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, გათავისუფლებულთა შორის არიან მაუწყებლის რეჟისორები, ოპერატორები, მემონტაჟეები და სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლები. 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100